აღმოჩენილია ივანე ჯავახიშვილის ბოლომდე ჯერაც გადაუმუშავებელ არქივში ძვირფასი მასალა დემოგრაფიული მეცნიერების ფორმირებასა და განვითარებაზე. როგორც თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის მზია შელიას ნაშრომიდან – ,,ივანე ჯავახიშვილის ღვაწლი საქართველოში დემოგრაფიული მეცნიერების ფორმირებასა და განვითარებაში“ – ვიგებთ, ივანე ჯავახიშვილის არქივში დიდძალი მასალაა, რომლის გადამუშავება და გამოცემა დიდმა ისტორიკოსმა ვერ მოასწრო. პროფესორ მზია შელიას მიერ მიკვლეული მასალების საფუძველზე დგინდება, რომ ივანე ჯავახიშვილის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია და მოსაზრებები გასათვალისწინებელია მოსახლეობის აღრიცხვის პროგრამების შედგენისას.
სტატიის სანახავად მიჰყევით ბმულს:
გაზეთი თბილისის უნივერსიტეტი (თარიღი: 2025-02-20)